მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის

ოპოზიციონერი კოლეგები ამბობენ სიტყვას “სიფრთხილე” – პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა სიფრთხილე არ არის, ეს არის სწორი და პრაგმატული დამოკიდებულება, – აღნიშნული განცხადება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძეს პროექტის საბოლოო ვარიანტზე ოპოზიციასთან შეთანხმების იმედი აქვს.

დეპუტატის თქმით, ტექსტი პრინციპების დონეზე შეთანხნებულია, თუმცა არის გარკვეული დეტალები, რაზეც არსებობს შენიშვნები.

“საიმისოდ მიზეზი არ დარჩება, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შევძლოთ. თუკი ჩვენი კოლეგები და ოპონენტები წამოვლენ იმაზე, რომ რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მარტივია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. ვგმობთ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ აგრესიას. ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის შეუძლია მიუთითოს რომელიმე ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ასეთ ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით”, – განაცხადა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ძირითადად საკითხებზე ოპოზიცია და “ქართული ოცნება” შეთანხმდა. ამის შესახებ “რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.სამნიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებასთან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ. დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართა.

თითოეული პარტია რომ ვიღებდეთ გადაწყვეტილებას, როგორი რეზოლუცია უნდა იყოს, შეიძლება განსხვავებული რეზოლუციები მიგვეღო, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა დაინახონ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მსჯელობა ოპოზიციის შენიშვნებთან დაკავშირებით და საბოლოო ტექსტს დღის ბოლომდე შეაჯერებენ.

„ვფიქრობთ, რომ ტექსტი არის კარგი ნაბიჯი იმასთან შედარებით, რაც იყო. ახლა ვმსჯელობთ დარჩენილ შენიშვნებთან დაკავშირებით და იქნებ, ეს იყოს მართლაც კონსენსუსის საფუძველზე მიღებული რეზოლუცია. სურვილი ყველას განსხვავებული გვაქვს. საბოლოო ჯამში, თითოეული პარტია რომ ვიღებდეთ გადაწყვეტილებას, როგორი რეზოლუცია უნდა იყოს, შეიძლება განსხვავებული რეზოლუციები მიგვეღო, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ჩვენმა მეგობრებმა დაინახონ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება. მთავარია, რომ ჩვენი ქვეყნიდან ეს სიგნალი გავიდეს”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში გაიმართა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button