მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია, – ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

„ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით გაერო-ში გამოხატული მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვაფასებ, ჩემს მიწვევას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს ზელენსკი.

ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა. ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა 15-16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.

G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი. ასევე, ოცეულის წევრია რუსეთიც.

უცნობია, მიიღებს თუ არა 2022 წლის სამიტში მონაწილეობას რუსეთი, უკრაინაში შეჭრის გამო. ზოგიერთი ქვეყანა მის ჩართულობას მკაცრად ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, უკრაინა დიდი ოცეულის წევრი არ არის. სამიტი ნოემბერში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button