მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტმა ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამი პირობას მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამი პირობას მისცა, რომელთა შესახებაც თავის გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.
შედეგი ნებისმიერ ფასად – რუსეთი ფრონტის ხაზზე პროფესიული ჯარის დანაკარგების შევსებას სამოქალაქო პირებით ცდილობს. მათ შორის არიან ისეთები ვისაც ხელში იარაღი საერთოდ არ ჭერია, ნაწილი საბჭოთა ჯარში მსახურობდა და ახლა პენსიონერია. კრემლი ცდილობს ეს პროცესი რუსეთის მოქალაქეებზე სამშობლოს დაცვის იდეით გაყიდოს, თუმცა როგორც ჩანს მოწოდებები დამაჯერებელი არ არის. მობილიზაციის გამოცხადებას და ომში ჩართვას რუსეთის 32 ქალაქში მოყვა აქციები. წინააღმდეგობის გამო ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აკავებენ.

“კიდევ ერთხელ მინდა რუსებს რუსულად მივმართო. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას თავად რუსეთის მოქალაქეებმა უწოდეს დასამარება. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საკუთარ მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნის. სჯობს, უკრაინას ტყვედ ჩაბარდეთ, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს.
უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამი რამის გარანტიას აძლევს: რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად; არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს მეთაურებს არ აინტერესებთ მოქალაქეების სიცოცხლე, მათ უბრალოდ უნდა შეავსონ “ცარიელი ადგილები” გარდაცვლილი, დაჭრილი, გაქცეული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ნაცვლად. ხოლო ამ ადგილების შევსება შეუძლიათ “თუნდაც ახალგაზრდა IT სპეციალისტებით, რომელთაც საერთოდ არ უმსახურიათ, თუნდაც პენსიონერებით, რომელთაც საბჭოთა ჯარში თუ უმსახურიათ”.

“უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button