მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 712-მდე გაიზარდა

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტზე ორი სარაკეტო იერიში განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის მერი, ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებს.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა არ არის განთავსებული და იქ მუშაობენ უნივერსიტეტის სპეციალისტები: იღებენ აპლიკანტების დოკუმენტებს და გასცემენ დიპლომებს.

“რაშისტებმა ნიკოლაევში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაბომბეს…წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ესენი არიან ნამდვილი ტერორისტები, რომლებიც ცინიკურად აგრძელებენ ჩვენი სასწავლო დაწესებულებების განადგურებას”, – წერს სენკევიჩი.

მერის ინფორმაციით, დაბომბვის დროს უნივერსიტეტში მხოლოდ დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა

ამასთან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 712-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპული არასრულწლოვანების რიცხვი უცვლელია და 361-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა 📌დონეცკის რეგიონში – 376

📌ხარკოვის ოლქში – 198

📌კიევის ოლქში – 116

📌ჩერნიგოვის ოლქში – 68

📌ლუგანსკის ოლქში – 61

📌ნიკოლაევის ოლქში – 60

📌ხერსონის ოლქში – 55

📌ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button