უკრაინის სამხედროები 16 მილიონი გრივნით დაჯილდოვდნენ

“თავდაცვის სამინისტრომ 16 მილიონი გრივნა გამოყო იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთში იბრძვიან”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ვიქტორია კუშნირმა.

„8 ივნისის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მეომრებს ფულადი ჯილდო გადაუხადა, რომელიც 15 მილიონ 806 ათას გრივნას შეადგენს. ამ თანხიდან 542 ათასი გრივნა, მტრის სამხედრო ტექნიკის ხელში ჩაგდებისთვის ან განადგურებისთვის მიიღეს, 1 მილიონ 766 ათასი კი – ქვეგანაყოფის შემადგენლობაში საბრძოლო დავალების პირნათლად შესრულებისთვის, რომელიც 354-მა ჯარისკაცმა დაიმსახურა. საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობისთვის, 13 მილიონ 498 ათასი გრივნა დაიხარჯა, რომელიც უკრაინის შეიარღებული ძალების 2 ათას 425-მა ჯარისკაცმა მიიღო. ომში დაღუპულთა ოჯახებს საგანგებო სოციალური დახმარება დაენიშნა, რომელიც 500 მინიმალურ ხელფასს ანუ, 609 ათასი გრივნას შეადგენს“,  – განაცხადა ბრიფინგზე კუშნირმა.

სპიკერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, 280  დაღუპული ჯარისკაცისთვის (სიკვდილის შემდეგ) სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების ბრძანებას, ხელი უკვე მოაწერა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button