მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 70-80 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი Kirpi მიიღო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფ “კახოვკაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენს ჯარისკაცებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტიორები BMC Kirpi გადაეცა,” – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უკრაინის ძალებისთვის დამატებით 150 ერთეული თურქული ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემაც იგეგმება

თურქული საბრძოლო ტექნიკის გადაცემას გამოეხმაურა უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, დეპუტატი იური მისიაგჩინი. მისი თქმით, ჯავშანტრანსპორტიორზე დამაგრებულია ტყვიამფრქვევი, რომლის გამოყენება 360 გრადუსით არის შესაძლებელი, ასევე გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო და ეფექტური ნაღმსაწინააღმდეგო სისტემები.
უკრაინის ქალაქების დაბომბვა გრძელდება ოკუპანტების მიერ თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 70-80 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა. მისი თქმით, ლაპარაკია მიახლოებით დანაკარგებზე.

ამასთან, კალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი დანაკარგებისა, რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა უკრაინაში შეჭრისას.

ივლისის ბოლოს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგების შეფასებისას დაასახელა 15 ათასი დაღუპული და 45 ათასი დაჭრილი სამხედრო. ბერნსის თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგები „სავარაუდოდ ბევრად უფრო ნაკლებია“. მან აღნიშნა, რომ დანაკარგები ორივე მხარისთვის არსებითია.

ამ შეფასებების შემოწმება შეუძლებელია საომარი მოქმედებების პირობებში.

მოსკოვი და კიევი არ ასაჯაროებენ ომში დაღუპულთა რაოდენობას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკანასკნელად 25 მარტს გააკეთა დანაკარგების შესახებ განცხადება. მაშინ მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ დაიღუპა 1351 სამხედრო და დაიჭრა 3825.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არასოდეს გაუკეთებია დანაკარგებზე განცხადება. ივნისის დასაწყისში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ უკრაინამ 10 ათასამდე სამხედრო დაკარგა დაღუპულთა სახით.

BBC-ის რუსული სამსახური და გამოცემა „მედიაზონა“ მოხალისეთა დახმარებით ეწევიან უკრაინაში დაღუპულ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის აღრიცხვას. 8 აგვისტოსთვის მათ მოახერხეს 5424 ჯარისკაცისა და ოფიცრის სიკვდილის დადასტურება. ჟურნალისტთა ვარაუდით, დაღუპულთა რეალური რიცხვი ბევრად დიდია.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დაიღუპა რუსეთის 42 ათასი სამხედრო. ჩვეულებრივ, სამხედრო კონფლიქტებში მხარეები ამცირებენ საკუთარ მსხვერპლს და აზვიადებენ მოწინააღმდეგის დანაკარგებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button