“აფხაზეთი საქართველოა”-სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ბანერი დაამონტაჟეს
განმუხურში, სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ახლოს, კომპანია “ამწემ” ბანერი დაამონტაჟა-წარწერთ “აფხაზეთი საქართველოა”.
ბანერთან ერთად სიმაღლეზე განთავსებულ კონსტრუქციაზე დამონტაჟებულია საქართველოს დროშაც და ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ჩანს.
“კომპანია ამწე ჯგუფის მენეჯმენტმა სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში გადავწყვიტეთ,განმუხურში საზღვართან ახლოს ჩვენს მდებარე ამწეზე განგვეთავსებინა საქართველოს დროშა და ბანერი წარწერით “აფხაზეთი საქართველოა”, აღნიშნული ბანერით ჩვენ გამოვეხმარეოთ 27 სექტემბრის მოვლენას სოხუმის დაცემის დღეს და შევეცადეთ გვეჩვენებინა საზღვრის იქით მყოფი პირებისთვის რომ აფხაზეთი საქართველოა, აღნიშნული ბანერები განთავსდა 26 სექტემბერს და 1 წელია თითქმის, რაც განთავსებულია ჩვენს კოშკურა ამწეზე”,-გვითხრა ამწეს” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ბესტაევმა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა და ბანერი განმუხურში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება დამონტაჟებული