მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

როგორც ოფისის მონაცემებშია აღნიშნული, სტატისტიკაში იმ უკრაინელთა რაოდენობაა მოცემული, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ ერთხელ მაინც გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი.

გაერო-ს მონაცემებითვე, დაახლოებით 4,4 მილიონმა ადამიანმა უკრაინის საზღვარი საპირისპირო მიმართულებიდან გადაკვეთეს, ანუ სამშობლოში დაბრუნდნენ.
უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა, დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა, მეორე ადგილზეა გერმანია 900 ათასი ლტოლვილით, ხოლო მესამეზე ჩეხეთი, 400 ათასი ლტოლვილით.
გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის საზღვარი დაახლოებით 1,9 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button