მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი უროჟაინე გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე რუსი სამხედროებისაგან გაათავისუფლეს.

“უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან გამაგრებულნი, შეტევა გრძელდება.” – წერს მალიარი Telegram-ის საშუალებით.

ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე დღეში სასტიკი ბრძოლები გაიმართა უროჟაინოესა და სტომაიორსკეს გარშემო, რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 96 კილომეტრის დაშორებით.

ორშაბათს ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მახლობლად მდებარე მცირე ტერიტორია დაიბრუნეს.ცნობისთვის გასულ შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ უროჟაინოედან უკანდახევა დაიწყო. ამ დასახლებაში რუსული დანაყოფები მდინარის გასწვრივ იყო განლაგებული. ინფორმაციას ომის მხარდამჭერი ბლოგერებიც ავრცელებდნენ.

რუსული ბატალიონის, “ვოსტოკის”, ტელეგრამის არხმა 15 აგვისტოს, დილით, გაავრცელა ინფორმაცია უროჟაინოეს დაკარგვის შესახებ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ანდრეი კოვალიოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევითი ოპერაციების წარმოებას აგრძელებენ ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალების მოქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button