მსოფლიოსიახლეები

უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკი ხმათა 73,20 პროცენტით იმარჯვებს

უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი მოსახლეობის 24,46 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო.

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, გუშინ ჩატარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით,  ამომრჩეველთა აქტივობა 62 პროცენტი იყო. პირველ ტურში ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი 15,94 პროცენტი. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის მიერ, მეორე ტურში მიღებული 73, 20 პროცენტიანი მხარდაჭერა, არჩევნებში ამ დრომდე, არც ერთ კანდიდატს არ მოუპოვებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button