მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა 41 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 24 თებერვლიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

➡ჯარისკაცი – დაახლოებით 41 900

➡ტანკი – 1 802

➡ჯავშანტექნიკა – 4 051

➡საარტილერიო სისტემა – 955

➡სარაკეტო სისტემა – 260

➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 127

➡თვითმფრინავები – 223

➡ვერტმფრენი – 191

➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 744

➡საკრუიზო რაკეტები – 182

➡საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 970

➡გემი/ნავი/კატარღა – 15

➡სპეციალური აღჭურვილობა – 85.

აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, თავს დაესხა დარიევსკის ხიდს, მდინარე ინგულეცზე და მის გვერდით რუსული ჯარების პოზიციებს.

მედიის ცნობით, მანამდე აფეთქებები ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში ისმოდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური დადასტურება აღნიშნული იერიშის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button