მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სარაკეტო იერიშების გამო ისრაელში საქართველოს საელჩო, მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, მოსალოდნელი საფრთხის გამო, მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, რომ მოქმედებს შეზღუდვები.

კერძოდ, დღეს, 6 აგვისტოს, 20:00 საათამდე:

ღაზას სექტორთან 80 კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:
ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში;
სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ იქნება;
სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.
გარდა ამისა:

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში;
საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.
“გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები”, – აღნიშნავენ საელჩოში და დასძენენ, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით გავრცელდება.

5 აგვისტოს ისრაელის არმიამ ღაზის არმალის რაიონზე მიიტანა სარაკეტო იერიში. საჰაერო განგაში ისმოდა ქვეყნის ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში როგორც ისრაელის სარდლობა იტყობინება, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი მეთაური. ისრაელის თავდაცვითი ძალები აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებამ 80-მდე რაკეტა გაუშვა, მათგან ნაწილი ღია სივრცეში ჩამოვარდნა, ნაწილი კი ე.წ. რკინის გუმბათი სისტემამ გაანადგურა. მთლიანობაში, სროლების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებტის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მცხოვრებლები, მათ შორის ბავშვიც.

“ისლამური ჯიჰადი” საპასუხოდ ისრაელს დაბომბვით ემუქრება.

იერიშზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა აიღო. მათი თქმით, ჯამში 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. მათი მხრიდან ეს ისრაელის ოპერაციაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.

5 აგვისტოს ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა სპეცოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ღაზას სექტორში რამდენიმე ობიექტი დაბომბა. შედეგად, დაიღუპა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი ტაისი ალ-ჯაბარი. ღაზას სექტორში ასევე ამბობენ, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55 დაშავდა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაციის მიზანი იყო “საფრთხის ამოფხვრა”, რომელიც ღაზას სექტორის სიახლოვეს ცხოვრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button