უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა-რუსული კანონის კიდე ერთი შედეგი
უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი რუსული კანონის მიღების შემდეგ დგამს. ივანიშვილი ქართველ ხალხს აღარიბებს და საერთაშორისო ინვესტიციებს გვაკარგვინებს. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, USAID-ის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.
მისი თქმით, დაფინანსებების შეჩერება მმართველი პარტიის მხრიდან მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა გამოიწვია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, იმ ანტიევროპული, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს მას შემდეგ, რაც მისმა ხელისუფლებამ მიიღო კრემლის ანალოგი „რუსული კანონი“. „რუსული კანონი“ და ივანიშვილის პრორუსული ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს, გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს და დახმარებას. ამ ყველაფრის დასრულების შანსი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით გავიმარჯვებთ და არა მხოლოდ დავიბრუნებთ იმ ათეულობით მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც აქამდე საქართველო იღებდა, არამედ მნიშვნელოვნად გავზრდით და საქართველოს ევროკავშირში უმოკლეს ვადებში შევიყვანთ. ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო უმოკლეს ვადაში გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც გახსნის უდიდეს შესაძლებლობებს საქართველოსთვისა და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის კონკრეტულ დაფინანსებას საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პრეოქტს დაფინანსება შეუჩერა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
“ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID -ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. ევროსაბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება”, – აცხადებენ საკონსტიტუციოში სასამართლოში.
რუსული კანონის სარკისებური ეფექტი – საკონსტიტუციო სასამართლო ამერიკული დაფინანსების გარეშე რჩება. საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეუჩერა დაფინანსება, რომელიც სასამართლოს 15 წლის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდებოდა. საუბარია საზაფხულო სამართლის სკოლის პროექტზე, სადაც მოსმართლეების და იურისტების გადამზადება ყოველწლიურად ხდებოდა. “ქართული ოცნების” რუსული კანონის შედეგად კი 15 წლის განმავლობაში პირველად იურისტები კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე რჩებიან.
მოსალოდნელი იყო, რამეთუ როდესაც “ქართულამ ოცნებამ” მიიღო ეს რუსული კანონი და აამოქმედა თავისი ანტიდასავლური რიტორიკა, ბუნერივია რეაქციები წამოვიდა და ერთ-ერთი იყო, რომ სამთავრობო პროექტების დაფინანსებას გადახედავდა აშშ და, როგორც ჩანს, ეს ამის ფარგლებში მხოლოდ იმიტომ რომ სასამართლო ხელისუფლების პროექტი როგორც ელისუფლების ერთ-ერთი შტო მისი პროექტი ფინანსდებოდა და ბუნებრივია, ეს სავარაუდოდ ამის ფარგლებში მოხდა, – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, მაია კოპალეიშვილი.
ბათუმის ინკლუზიური დასი ბათუმის მერს ღია წერილით მიმართავს. დასის წევრები იმ სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას ითხოვენ, რომელიც მოგებულმა კომპანიამ სპექტაკლის დასადგმელად და ტენდერში გასამარჯვებლად წარადგინა.
დასის ხელმძღვანელი ნატალია გალოგრე ეჭვობს, რომ მისი გუნდი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო დასაჯეს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ გაამარჯვებინეს გალოგრეს ტენდერში, რის შემდეგაც გამოჩნდა კომპანია, რომელმაც დოკუმენტებში არსებული ბევრი ხარვეზის მიუხედავად, ტენდერი მაინც მოიგო. გალოგრე ამბობს, რომ ამ საკითხს სასამართლოშიც განიხილავენ, თუმცა მანამდე იმედს იტოვებენ, რომ ბათუმის მერი საკითხით დაინტერესდება.
“ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, დღესდღეისობით არის საფრთხის წინაშე, ვგულისხმობ იმას, რომ აღნიშნული თანხა გავიდა სახელმწიფო შესყიდვების ტენდერზე. ნებისმიერ მსურველს, ვინც დააკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შეეძლო, რომ შეესრულებინა ტენდერი, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად არაკომპეტენტურ, არაკვალიფიციურ კომპანიასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მოთხოვნა არის ხელშეკრულების ბათილად ცნობა საერთოდ, – ამბობს ნატალია გალორგე.