უმრავლესობამ ომბუდსმენის კანდიდატურად ნინო ლომჯარია დაასახელა

 

საპარლამენტო უმრავლესობამ, “ქართული ოცნების” ოფისში წუხელ გამართული სამსაათიანი კონსულტაციების შედეგად, მომავალი ომბუდსმენის კანდიდატურად აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია დაასახელა. იგი ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც სამოქალაქო სექტორმა შეარჩია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია – ეს კანდიდატები სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის პოსტზე ერთად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის პოსტს მათგან ერთ-ერთი დაიკავებს.

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება, მის ადგილმონაცვლეს კი პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს. გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button