მნიშვნელოვანისაქართველო

უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიციამ “კლოუნადა” უწოდა

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც 2020 წლიდან 2024 წლამდე, შესაძლო ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს. მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით 2020 წელს რეფერენდუმი ჩატარდება.

მამუკა მდინარაძის ხმა ►

მმართველი გუნდის ინიციატივას, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა 2024 წლამდე ყველა არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების თაობაზე, დამოუკიდებელი დეპუტატები უარყოფითად აფასებენ. ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების გარდა უმრავლესობის მოსაპოვებლად სხვა გზა არ აქვს, რის შედეგადაც ქვეყანაში, შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოხდეს. კობერიძე აღნიშნავს, რომ სცენარის ამგვარ განვითარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე სურს.

ლევან კობერიძის და ლევან გოგიჩაიშვილის ხმა ►

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “კლოუნადას” უწოდებს მმართველი გუნდის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდება. ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად რეალური რესურსი არ აქვს.

გიგა ბოკერიას ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button