მნიშვნელოვანისაქართველო

“ხელისუფლება 14 დეკემბრისთვის ხალხის მობილიზებას ახდენს”

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” 14 დეკემბრის აქციაზე მისვლას მოქალაქეებს აიძულებს. მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტი ოთო შენგელია ამბობს, რომ მას ჩხოროწყუდან სკოლების და ბაღების თანამშრომლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაზე არწასვლის შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. მერიის თანამშრომლები ზეწოლას არამხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებზე, არამედ მათ ახლობლებზეც ახდნენ. ხვალ “ქართული ოცნება” შეკრებას მართავს, რაც მათი თქმით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება. თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ რეალურად, ხელისუფლება მოსახლეობას აიძულებს ისეთ აქციაზე გამოვიდნენ, რომლის გამართვაც მთავრობას მილიონობით ლარი უჯდება.

“ნაციონალური მოძრაბიდან” ლევან ხაბეიშვილის და მოძრაობა “ლელოს” წევრის, კახა კოჟორიძის ხმა ►

ხვალ დაანონსებულ აქციაზე მმართველი პარტია მხარდამჭერების დემონსტრირებას არ ცდილობს – ასე პასუხობს პარტიის გენერალური მდივანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოქალაქეები შეკრებაზე იძულებით მიჰყავთ. კახა კალაძემ, ასევე არ დაადასტურა მუქარა საბავშვო ბაღების დირექტორებზე, რომ მათ გაათავისუფლებენ, თუ კონკრეტული რაოდენობის ადამიანებს შეკრებაზე მისვლაზე არ დაითანხმებენ.

კახა კალაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button