მნიშვნელოვანისაქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას რადიო თვისუფლება ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემრერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანიწინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button