მსოფლიოსაქართველოსიახლეები
UNICEF: “მილიონობით ბავშვი ვაქცინაციის გარეშე რჩება”
“ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს აყენებს რისკქვეშ, ვინაიდან საჰაერო მიმოსვლა მკვეთრად შემცირებულია”. ამის შესახებ BBC გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ფონდი ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს მოუწოდებს, საჰაერო სატვირთო გადაზიდვები უზრუნველჰყონ, რათა ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნას და ბავშვების აცრები გეგმიურად ჩატარდეს.
UNICEF-ის ცნობით, წითელას, პოლიოს და ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენას უწყობს ხელს.
საქართველოში ბავშვთა აცრები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს ბავშვების გეგმიური იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.