მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უფასო სასადილოს მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უფასო საასადილოში, მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სასადილოს დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, მთლიანი სამსახური თვითიზოლაციაში გადადის.

“მზარეულს დაუდასტურდა ვირუსი. თავად სამზარეულოს პერსონალთან, 6-7 ადამიანთან და დირექციასთან გარკვეული შეხება ჰქონდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველას აგვიღეს ტესტი და 28 ოქტომბრამდე გადავდივართ თვითიზოლაციაში. ვეძებთ გზებს, რომ სამზარეულო არ დაიხუროს”, – განაცხადა ჯადუგიშვილმა რადიო ჰერეთთან.

მზარეული ქალის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით დაუდგენელია.

დღევანდელი მდგომარეობით, უფასო სასადილოს მომსახურებით, 200 ბენეფიციარი სარგებლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button