Uriah Heep-ი ოდესის მატარებლის ტუალეტმა გააკვირვა [Photo/Video]

როკ-ჯგუფ Uriah Heep-ის მუსიკოსები ოდესა-ხარკოვის მატარებლის ტუალეტმა გააკვირვა. სანიტარული კვანძის ფოტოსურათი მუსიკალური კოლექტივის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
“ტუალეტი ოდესიდან ხარკოვში მიმავალ ღამის მატარებელში. ეს მატარებლები ყველანაირად მოძველებულია”, – ნათქვამია ჩანაწერში.
მუსიკოსებმა შემდეგ პოსტში აღნიშნეს, რომ 13-საათიანი მოგზაურობის შემდეგ ერთადერთი სიხარული მატარებლის გამცილებელი “ბებიის მიერ მომზადებული” ჩაია.
Uriah Heep-ის ტური უკრაინაში 16 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. მუსიკოსებმა კონცერტები ჩერნიგოვში, კიევსა და ოდესაში გამართეს.