უსახლკარო მამაკაცმა ლატარიაში ნახევარი მილიონი დოლარი მოიგო
კოლორადოს შტატში უსახლკარო მაიკლ ინგფორსმა Eternal splendor-ის ლატარიაში 500 ათასი დოლარი მოიგო, – გვაცნობებს 9NEWS.com.
მამაკაცმა 4 დეკემბერს ქალაქ ასპენში, Shell-ის ბენზინგასამართ სადგურში, 10 დოლარად ლატარიის ბილეთი იყიდა.
სადგურის მუშაკმა, დები გარსიამ განაცხადა, რომ ინგფორსი ლატარიის ბილეთებს ხშირად ყიდულობდა, მაგრამ 2 დოლარზე მეტ თანხას ვერ იგებდა.
„მას ვკითხე, აწი რის გაკეთებას აპირებ-მეთქი? მან მიპასუხა, რომ ფეხზე დადგომას აპირებს და საკუთარ ქალიშვილთან, რომელიც 20 წელი არ უნახავს, კონტაქტის აღდგენა სურს“, – თქვა უპატრონოთა ადგილობრივი თავშესაფრის წარმომადგენელმა ჯერემი კოვალისმა.
„ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი. 6 წელია, რაც საკუთარი სახლი არ გამაჩნია. ალკოჰოლურ დამოკიდებულებას ვერ მოვერიე, ბიზნესი დავკარგე, ცოლს გავეყარე. იმედია, ახლა ჩემკენაც გამოიდარებს“, – განაცხადა ინგფორსმა.