მნიშვნელოვანირეგიონი

“უსამშობლო მოღალატეები” – თელავში ახალი პლაკატები გამოჩნდა

“უსამშობლო მოღალატეები” – თელავში ახალი პლაკატები გამოჩნდა.

თელავში, ცენტრალურ გზაზე, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების გამოსახულებით, პლაკატები გამოჩნდა.

“უსამშობლო მოღალატეები”, “ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები” – წერია პლაკატებზე, რომლებზეც სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია და სხვა პირები არიან გამოსახული.

მსგავსი შინაარსის პლაკატები, გუშინ თბილისშიც გამოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button