უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციაზე ალასნიას კანდიდატურც განიხილება

გავრცელებული ინფორმაციით უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციაზე შესაძლოა ირაკლია ალასანია დანიშნოს.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, გახდეს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი.
ბესელიას განცხადებით მისთვის უცნობია, თუ რას აპირებს პრეზიდენტი, თუმცა ალასანიას აღიშნულ პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ დაიკავოს უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიცია.

“არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი იმ ვაკანტურ პოზიციას, რომელიც მნიშვნელოვნია. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ. მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით. გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button