გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.
კიდევ ერთ პირს, 1974 წელს

დაბდებულ დ.ხ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა პერტაიას განცხადებით საქმე გახსნილია. შსს-მა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19-ე და 109-ე მუხლებით, რაც დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლეობის მცდელობას გულიხსმობს.
მისივე თქმით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიფიცირებული პირის და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ამოღებულია იარაღი.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებელი ნივთები. დისტანციური პულტები, ელექტროსადენები და სხვადასხვა ნივთები. დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები. მოთეთრო ფერის ფხვნილი, ასაფეთქებელი ნივთიერება “ჰექსოგენი”. ორი მოწითალო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება “ტროტილი”, ერთი მომწვანო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება “ტროტილი”. მუყაოს სამი კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით. აკა47-ის მოდელის ერთი ავტომატიმაყუჩით. აკაუს მოდელის ავტომატი. იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, ექვსი ხელყუბმარა 16 მჭიდი, 2112 ვაზნა, ლულუსქვეშა სასროლის 16 ყუბმარა და სხვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button