აშშ-ში რესპუბლიკელთა პარტიის ოფისს “მოლოტოვის კოქტეილი” დაუშინეს [Photo/video]

უცნობმა პირებმა ჩრდილოეთ კაროლინის ორეინჯის ოლქში მდებარე რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინის ოფისს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს.

CBS ინფორმაციით უცნობმა პირებმა ოფისის მეზობელი შენობის კედელზე წარწერა დატოვეს, სადაც რესპუბლიკელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

პოლიციის მონაცემებით, ბომბმა შენობაში მთელი ავეჯი დაწვა. ამჟამად სამართალდამცველები ბოროტმოქმედების დასაკავებლად სამძებრო ღონიძიებებს ატარებენ.

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატიმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა აღნიშნული თავდასხმა მკაცრად გააკრიტიკა.

“თავდასხმა რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაზე შემზარავი და მიუღებელია. მოხარული ვარ, რომ არავინ დაშავებულა”. – განაცხადა კლინტონმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონი თავის მეტოქეს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო მარათონში 11%-ით უსწრებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44365″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1476770315375″]

მსგავსი პოსტები

Back to top button