თურქმა მებაჟეებმა ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს

0x0-1508946913855თურქმა მებაჟეებმა სარფის საბაჟოზე, ჩანთაში 14 წლის მოზარდი იპოვეს.

ბავშვის გადმოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე მალულად ცდილობდა – ინფორმაცია თურქულ პრესაში ვრცელდება. გამოცემა “თაქვიმ”-ში გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ფაქტი, სარფის საბაჟოსთან, 10 დღის წინ მოხდა, თმცა დღემდე არ გახმაურებულა.

საზღვრის გადმოკვეთის დროს, თურქ მებაჟეებს ეჭვი გაუჩნდათ და საქართველოს მოქალაქეს მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, სადაც ბავშვი აღმოჩნდა. თურქული მედიასაშუალების ცნობით, 14 წლის მოზარდის მშობლები თურქეთში იძებნებიან ტერორისტული ორგანიზაცია “ფეტოს” წევრობის გამო. მათი დევნა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. დაკავებულია თუ არა საქართველოს მოქალაქე და სად იმყოფება, ჯერ ჯერობით უცნობია.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button