მნიშვნელოვანისაქართველო

ოპოზიციონერი ლიდერები შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.

ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში გამოკითხვაზე სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან დაბარებული.

ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებულები.

მსგავსი პოსტები

Back to top button