მნიშვნელოვანისიახლეები

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, ხვალიდან კი პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ, მათ შორის განხილვები ჩატარდება უნივერსიტეტის ეზოებში.
არსებული ინფორმაციით, დღეს, აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

მოძრაობების “ჯიუტისა“ და “დაფიონის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება.

აქციაზე “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე პარლამენტი არ გაიწვევს კანონპროექტს, პროტესტი არ შეწყდება.

აქციის მონაწილეებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა, მსვლელობა გამართონ უზენაესი სასამართლოს შენობასთან.

“გვსურს, გავაჟღეროთ სასამართლოში არსებული პრობლემები“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები – „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პროტესტისა და კრიტიკის ფონზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button