მნიშვნელოვანისიახლეები

“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას ოცნების 83 დეპუტატი აწერს ხელს-ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ოცნება 22 აპრილს განიხილავს

მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს 22 აპრილს ქალაქ ქუთაისში 11:00 საათზე განიხილავენ.

კომისია მომდევნო შეხვედრებს 23 აპრილს – ამბროლაურში, 24 აპრილს – ოზურგეთში, 25 აპრილს – ბათუმში, 26 აპრილს – ზუგდიდში, 27 აპრილს კი მესტიაში გამართავს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისის შემადგენლობა ასეთია:

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

რატი იონათამაშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ირაკლი შატაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დავით მათიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

სალომე ქურასბედიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

სოზარ სუბარი – საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე;

ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;

შალვა კერესელიძე – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსათვის“ წევრი;

ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.

“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტში განმარტავენ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

პარლამენტში მათი ინიციატივით “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ” წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button