მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან ხოლო შემდეგ, სანაპიროს გავლით, ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან გაივლიან, მსვლელობას კი სიმბოლურად ევროპის მოედანზე დაასრულებენ.

„არა რუსულ კანონს“, „სად მივდივართ? ევროპაში!“ „ვისია ეს ქვეყანა? ჩვენი!“ – ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილები.

მეოთხე დღეა სტუდენტები, ახალგაზრდები, რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ ისინი მსვლელობებს მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 22 აპრილიდან საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტების აუდიტორიებში გადაინაცვლებს და ასე მოემზადებიან ისინი პარლამენტში, „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები, ამიტომ აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.”არა ოფშორულ კანონს”.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებს.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა – 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

18 აპრილიდან კი საკუთარი ინიციატივით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ ახალგაზრდები და მოითხოვენ „აგენტების კანონის“ უკან გაწვევას.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button