მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,არ არსებობს არგუმენტი რომ ,,აგენტების,, კანონმა რაიმე ფორმით საქართველო დააშოროს ევროპას,,-მათიკაშვილი

რუსული კანონის მიღების გამო გერმანიაში საქართველოს შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კვლავ აღარ ჰქონდეს

“გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე მსჯელობა, პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება. კანონმდებლები ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. პროცედურის თანახმად, დეპუტატებმა, დოკუმენტი მუხლობრივად უნდა განიხილონ.

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალეობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას.

“შემოვიდნენ არსებით მსჯელობაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავცემთ იმ არგუმენტირებულ პასუხს, რაც ამ კანონპროექტიდან გამომდინარეობს. არავის, მათ შორის, არც გარე და არც შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამე თუ, იმდენად მარტივი, ადვილად გასაგებია ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე – რატომ შეიძლება გამჭვირვალეობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, ვერავის სათანადო პასუხი ვერ ექნება, ამიტომ იყენებენ კარგად აპრობირებულ გზას, რაც გულისხმობს, არა არსებით მსჯელობაში შესვლას, არამედ ყველაფრის გაკეთებას – ხმაური, ყვირილი, მუქარა. რატომ არ მოსწონთ?! ერთი არგუმენტი მაინც, იმის დასადასტურებლად, რომ ეს კანონპროექტი რაიმე ფორმით საქართველოსთვის არის საზიანო, არავისგან არ მოგვისმენია”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სოციალურ–დემოკრატიული (SPD) პარტიის თანახმად, რუსული კანონის მიღების გამო, გერმანიაში საქართველოს შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კვლავ აღარ ჰქონდეს.

როგორც SPD-ის დეპუტატი, ჰელგე ლინდი ერთ–ერთ გერმანულ გაზეთთან აცხადებს, გერმანიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის პირობები დაკმაყოფილებული.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საშიშროების წინაშე დგას, ამას “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”.

საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გასული წლის ბოლოს მოლდოვასთან ერთად აღიდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button