უწყვეტი პროტესტის 105-ე დღე-რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
უწყვეტი პროტესტის 105-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
პარალელურად, მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით „აჭარლების მარში“ მოემართება, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები პერიოდულად საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნს ასრულებენ.
პროტესტის მონაწილეებმა, აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბოქლომი მიიტანეს. ასევე გამოფინეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
შეკრებილები თემურ ქათამაძისა და “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.