მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტის 118-ე დღეს რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

უწყვეტი პროტესტის 118-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

“ცეცხლი ოლიგარქიას” – სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button