მნიშვნელოვანისიახლეები

უწყვეტი პროტესტის 85-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსთაველის გადაკეტვა მაინც შეძლეს.
ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში თითქმის 3 თვეა საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები რეჟიმის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “დანიშნეთ არჩევნები, არ გავჩერდებით”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

პროტესტის 85-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button