,,უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტია და ჩვენს ხალხს ეს კომფორტი „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა,,-წილოსანი
,,ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია,,-პაპუაშვილი

უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია და თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია. თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად,“ – წერს წილოსანი.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია – რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია – ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ეს არის და ეს. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში.
შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. შანტაჟის შიშით ეს საქმე ვერ გაკეთდებოდა. და საქართველოს მტრების გულის გასახეთქად, ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება”, – წერს შალვა პაპუაშვილი.