მნიშვნელოვანისიახლეები

,,უვიზო მიმოსვლის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს,,-ოპოზიცია

ოცნებამ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას "დამსახურებული კომფორტი,,- უწოდა

გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც უვიზო რეჟიმის საკითხზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.
მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.
“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”,- წერს გახარია.

“ძალიან რთულად აქვთ საქმე ე.წ. ოპოზიციას. ხალხის შეკრების თავი არა აქვთ, თანხებიც საგრძნობლად დააკლდათ, რაც აშშ-ის ხელისუფლების სათავეში, პატრიოტი და ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხალხი მოვიდა. დარჩნენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ზოგიერთი ლიბერალური ხელისუფლების იმედზე”, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გამსახურდიას განცხადებით, შესაბამისად ისევ უვიზოს შეჩერების თემა გამოაგორა “ოპოზიციამ”, რათა ხალხი იქნებ რამენაირად ააჯანყონ, ევროკავშირი არ არის ვინმე ნაცის, უკანა ეზო, იქ არის წესები და პროცედურა, რომლებსაც, თუნდაც გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმპლემენტაციისათვის წლები დაჭირდება.
მისივე თქმით,ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, საქართველოს აქვს იდეალური საპოლიციო თანამშრომლობა და ერთად ებრძვიან ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.
“ძალიან რთულად აქვთ საქმე ე.წ “ოპოზიციას”. ხალხის შეკრების თავი არა აქვთ, თანხებიც საგრძნობლად დააკლდათ, რაც აშშ ხელისუფლების სათავეში, პატრიოტი და ქრისტიანულ ღირებულებებზე ორიენტირებული ხალხი მოვიდა. დარჩნენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ზოგიერთი ლიბერალური ხელისუფლების იმედზე. რომლებსაც არ ძალუძთ იმ თანხის უზრუნველყოფა, რამაც შეიძლება მათ წარმატებას მიაღწევინოს.
ახლა გამოაგორეს ისევ უვიზოს შეჩერების თემა, ხალხი რომ იქნებ რამენაირად ააჯანყონ. ისევ ვიმეორებ, ევროკავშირი არ არის ვინმე “ნაცის” უკანა ეზო, აქ არის წესები და პროცედურა, რომლებსაც, თუნდაც გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმპლემენტაციისათვის წლები დაჭირდება. ეს დეზინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის, ზოგიერთი პოლიტიკური წრეებიდან მოდის და ეს მავნებლები ახმოვანებენ, სიმართლესთან ახლო, არაფერი არ გააჩნია.
აქვე დავამატებ, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, გვაქვს იდეალური საპოლიციო თანამშრომლობა და ერთად ვებრძვით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის, ჩვენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. სჯობს გვარამიამ, ისევ პოპკორნი ჭამოს და დაელოდოს მათ დრამატულ, ბოლომდე ჩამოშლას”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! – ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს, – ამის შესახებ “სტრატეგია – აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ“.
“ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“- ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია – საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.
რატომ? იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ „რუსულ კანონებს“.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „ოცნების!“ -ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია და ქართველი ხალხი ამ მონაპოვარს ბოლომდე დაიცავს.
„ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების!“ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია! ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს “ოცნების” წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. “ოცნების” პარტიული მესიჯბოქსი ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლა “დამსახურებული კომფორტია” და “თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად”.

მსგავსი პოსტები

Back to top button