მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვადამდელ არჩევნებზე “ლელო” ზუგდიდში გამოკითხვას ატარებს

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პარტია „ლელოს“ ზუგდიდის წევრებმა კარავი გაშალეს,ამით ისინი შეუერთდნენ საქართველოს მასშტაბით ლელოს მიერ დაწყებულ აქციას ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით,ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, მათ რამდენიმე თვის წინ მიმართეს მერიას, რომ მიეცა მათთვის კარვის დადგმის შესაძლებლობა, თუმცა, ამაზე პასუხი ვერ მიიღეს.

დღეს კი, მერია პარტია “ლელოს” წარმომადგენლებს მოსახლეობის გამოკითხვის უფლებას არ აძლევს და კანონდარღვევაზე მიუთითებს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

„ლელო საქართველოსთვის“ პირადი შეხვედრების გარდა, ონლაინ პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოახდენს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას,სურთ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნების გამართვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button