ვახტანგ დევიძე: თქვენ ხალხმა არ აგირჩიათ იმისთვის რომ გერმანიაში გესეირნათ

“თქვენ ხალხმა არ აგირჩიათ იმისთვის, რომ გერმანიაში გევლოთ სასეირნოთ, სადაც როგორც ვიცი, სტიქიიდან რამდენიმე დღეში წახვედით  და არანაირ ოფიციალურ შეხვედრებზე არ ყოფილხართ, არამედ იმიტომ აგირჩიეს, რომ გულთან მიგეტანათ ხალხის პრობლემები და სტიქიის შედეგებზე გეზრუნათ.მაქსიმალურად მათ გვერდზე ყოფილიყავით. სტიქიიდან რამდენიმე დღეში, ჩაიცვით, დაიხურეთ და გაემგზავრეთ გერმანიაში. ეტყობა არ გქონდათ ნანახი გერმანია, ამ დროს კი მოსახლეობას უჭირდა, აგროკრედიტების გადახდასახადები დაუგროვდათ.  მუდმივი აპელირება, რომ ადრე საქმე არ კეთდებოდა და ახლა კეთდება, ეგ არის ზღვაში წვეთი”- ვახტანგ დევიძემ ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, დებატებისას კახა ჯამბურიას, ლაგოდეხის გამგებელს მიმართა თოქ-შოუში “თავისუფალი დრო”.

“თუ დააკვირდება მოსახლეობა “ნაციონალური მოძრაობის” და ვახტანგ დევიძის საუბარს, მუდმივად რაღაცა ბრალდებებია ფაქტების გარეშე. როდესაც ბრალს მდებთ სასეირნოთ წახვედიო, ეს არის არასწორი მიდგომა. ნუ ჭორაობთ და ნუ აცხადებთ ისეთ სიტყვებს, რაზეც ფაქტები არ გაქვთ. თქვენ უპასუხისმგებლო განცხადებებით აპელირებთ. თქვენ იყავით ხელისუფლებაში და თქვენ თავის დროზე არ წმენდავდით არხებს. რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს წლების წინ თქვენ უნდა გაგეკეთებინათ. ჩვენ მოკლე ხანში რაც შეგვიძლია, ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, თქვენც კარგად იცით რა ხარჯებთანაა ყველაფერი დაკავშირებული, სტიქიისგან დაზღვეული არავინაა. პირველად ხდება, როცა სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა მოქალაქეს ზარალი. სადაზღვეო კომპანიების აქტიური მუშაობით თანხები დღეს ანაზღაურდა და ამაშია დღეს სახელმწიფო ჩართული. რაც შეეხება გერმანიის ვიზიტს, იქ სასეირნოთ არ ვყოფილვარ, იქ ვიყავი პროგრამით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად და ამ პროგრამის შედეგებს მალე დაინახავთ. თქვენ ნამდვილად ვერ შეგითანხმებთ ჩემ ვიზიტებს ” – მიმართა გამგებელმა საკრებულოს წევრს.

დღეს, ჰერეთის ეთერში თოქ-შოუ “თავისუფალი დრო” ლაგოდეხში “ძებნილ კამაცუ”-ს და “იმპიჩმენტის მოლოდინში მყოფ გამგებელს”თემებს დაეთმო. 

მსგავსი პოსტები

Back to top button