ვალერი შოშიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
დღეს, ყვარელში ვალერი შოშიაშვილმა ბიზნესმენმა და ამჟამად ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიულო მოძრაობა ერთიანი საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ საგანგებო სიტუაციათა სამსახური 112-ი გამოიძახა და მათ განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახლი უცხო პირებს ჰქონდათ დაკავებული, თუმცა ადგილზე ისევ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დახვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა ერთგვარი აქცია გამართეს და აცხადებდნენ, რომ ყვარელში ექს-პრეზიდენტის საკუთრების დასაცავად ჩამოვიდნენ.
ვალერი შოშიაშვილი სააკაშვილის სახლის მიმდებარედ იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან ერთად. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღარ აპირებდა ექსპრეზიდენტის სახლში შეჭრას, ვინაიდან პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც ის ამბობს, იმ მოტივაციით, რომ მისი საქმე გამოძიებულია და დეტალები 8 ივნისს გახდება ცნობილი. სწორედ ამ მიზნით გადაიფიქრა მან საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის დაკავება, რომელსაც იგი 3 ივნისსაც ცდილობდა, თუმცა მაშინ ის სააკაშვილის თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტის კუთვნილ კარმიდამოზე არ შეუშვეს.
3 ივნისს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ შოშიაშვილი პროვოკაციისთვის ჩამოვიდა ყვარელში და ის ივანიშვილის დაკვეთას ასრულებდა.