ვახუშტი მენაბდე: მიღებული განჩინება საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

“მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიღებულ გამოქვეყნებულ საოქმო ჩანაწერთან.” – ასეთ განმარტებას აკეთებს “რუსთავი2” ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

“ეს კი კვლავ აჩენს იმ საფრთხეებს, რომლის აცილებასაც საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობდა. ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაძლია საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას”, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, მიღებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button