“ვაკო ყაზაიშვილის გოლით “ვიტესი” ევროპალიგას მიუახლოვდა” [Video]
ჰოლანდიის ერედივიზიონის საევროპალიგო პლეი ოფის პირველ ფინალურ მატჩში “ვიტესმა” სტუმრად 2:2 ითამაშა “ჰერენვეენთან” და საბოლოო წარმატებისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა.
“ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ბოლომდეც ითამაშეს. მატჩის 21-ე წუთზე ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა ტრაორეს პასით. მეორე ტაიმში კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.
“ვიტესისა” და “ჰერენვენის” საპასუხო დაპირისპირება 31 მაისს, არნემში გაიმართება.
წყარო: ყოველდღიური გაზეთი “ლელო”