მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა “ოცნების”სასარგებლოდ მოხსნა

.ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ინფრომაციას გელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა – ამის შესახებ ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვალერი გელაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. გელაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების” გარდა, არ არსებობს სხვა ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველჰყოფს.

ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს – წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ვალერი გელაშვილმა რომელიც „ქართული ოცნების“წევრი 2012 წლიდან იყო, პარტია 2020 წლის 11 დეკემბერს დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button