ვალერი შოშიაშვილს ექსპრეზიდენტის სახლში არ უშვებენ[Audio]

ვალერი შოშიაშვილს, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და პარლამენტარები არ უშვებენ.

ამ წუთებში პარტიის სხვა წევრებთან ერთად ყვარელში იმყოფებიან პარლამენტარები ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი, რომლებთანაც შეხვედრას შოშიაშვილი უშედეგოდ ცდილობს.

“ამ წუთას მე  ვიმყოფები მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლთან, სადაც სახლში იმყოფებიან ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი, მათ გარეთ გამოსვლა რატომღაც ერიდებათ.  მე ვითხოვ მათთან შეხვედრას და ერთად წასვლას გრემის კულტურის სახლში, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მაყიდინა არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ  სახლში შესვლას, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ” – განაცხადა რადიო ჰერეთთან  ვალერი შოშიაშვილმა, ბიზნესმენმა და ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

“ნაციონალური მოძრაობის” თელავის რეგიონული  ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი შოშიაშვილის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს.

“ეს იყო მისი ჩვეულებრივი პროვოკაციული მოსვლა და არ მივცემთ იმის საშუალებას, როიმ ჩვენი მეგობრის და ჩვენი პოლიტიკური ლიდერის სახლში შემოვიდეს. მაგასთან შესახვედრად არავინ არ არის აქ. სამართალდამცავებს უკვე მივმართეთ და რავიცი, და თუ რამე გადაცდომას ადგილი ექნება ალბათ პოლიცია იმოქმედებს “- აცხადებს ბოტკოველი რადიო ჰერეთთან.

მოუსმინეთ ყვარელში ჩაწერილ კომენტარებს:

 

მსგავსი პოსტები

Back to top button