ირმა ნადირაშვილი: შოშიაშვილთან არა, მის პატრონთან შეხვედრას ვაპირებთ
“ვალერი შოშიაშვილთან შეხვედრას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ შეხვედრას მის პატრონთან ბიძინა ივანიშვილთან. მას მოვუწოდებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ სახლში შესახლდეს, მას ბევრი სახლი აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, პარლამენტარმა, რადიო ჰერეთთან საუბრისას, რომელიც ამბობს, რომ კერძო საკუთრებაში შეჭრის უფლება არავის აქვს.
“ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის კერძო საკუთრება და პოლიციას და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამ სახლის დაცვა არის მათი პირდაპირი მოვალეობა. მე პირადად ვესაუბრე შს მინისტრის მოადგილეს თალაკვაძეს, მაგრამ დღეს არცერთი პოლიციელი არ გამოჩენილა. მე არ ვაპირებ შოშიაშვილთან შეხვედრას, ჩვენ ვაპირებთ მის პატრონთან ივანიშვილთან შეხვედრას, რომელმაც გამოუშვა აქ შოშიაშვილი. შოშიაშვილი ჩვეულებრივი ბიზნესმენი არ არის ის არის ბურჯანაძის პარტიის თავმჯდომარე კახეთში. იმის გამო, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა ვერ ახერხებს ქვეყნის პრობლემების გადაჭრას, მას მთელი ყურადღება სანახაობაზე აქვს გადატანილი. სამარცხვინოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აქცია დევნილად”
უფრო ვრცლად მოუსმინეთ ირმა ნადირაშვილის, პარლამენტარის კომენტარს, რომელიც ამ წუთებში ყვარელში თანაპარტიელ გიორგი ღვინიაშვილთან ერთად იმყოფება.