ვანდალებმა ჰამბურგში Facebook-ის ოფისი დაარბიეს

14 დეკემბერს, ჰამბურგში, უცნობი პირები კომპანია Facebook-ის ადგილობრივ ოფისს თავს დაესნენ. ბოროტმოქმედებმა შენობას წითელი საღებავი შეასხეს, მინები ჩაამტვრიეს და კდელზე წააწერეს: “Facebook dislike”.

სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, დარბევაში მონაწიეობას შავპერანგიანი 15-20 ადამიანი იღებდა. ადგიობრივმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

Facebook-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად კომპანიის თანამშრომები არ დაზარალებულან, მაგრამ ინციდენტის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა.

აღასანიშნავია, რომ გასულ თვეს გერმანიაში, Facebook-ში განთავსებული პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებების გამო, რომელიც ლტოვილებს ეხებოდა, სოციაური ქსელის შემოწმების კამპანია დაიწყო. Facebook-ის მოწინააღმდეგები თვლიან, რომ მსგავსი პუბლიკაციები ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესრიგს ეწინააღმდეგება და ამიტომ ქსელიდან მათი ამოღებაა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button