ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი მედიას უპირისპირდება
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, მას შემდეგ, რაც ელჩების მიმართ გამოხატა აგრესია, მედიასაც დაუპირისპირდა.
მას შემდეგ რაც მან 11 ივლისს განცხადება გააკეთა “ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ”, მედიამ მისგან განმარტება ითხოვა. ამის პასუხად კი მეუფემ თქვა, რომ მოძალადეები ელჩები და ჟურნალისტები არიან.
“შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო, აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.
პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე”, – თქვა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, რომ 5 ივლისს ცემა დაიმსახურეს. ამასთან, მიტროპოლიტი ერთერთ ჟურნალისტს ცხვირზე შეეხო: “პიპიიპ. ხელით არ გეხებით, დავაპიპინე”.