მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ვაფიქსირებთ მზადყოფნას გადაიდგას ნაბიჯები კომპრომისისკენ-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება.კობახიძესთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები კახა კუჭავა და ირაკლი ჩიქოვანი.

უმრავლესობის წევრები შეხვდნენ ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, სენატორ ჯიმ რიშს და კონგრესმენებს ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, რომლებიც კონგრესის ქვედა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფს წარმოადგენენ.

“ქართული ოცნების” წევრებმა, როგორც თავად ამბობენ, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ მოისმინეს ამერიკული მხარის პოზიცია, რომ შეთანხმება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.

“ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისისკენ და ბუნებრივია, მზად ვართ გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით და ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.

გვქონდა ყველა საკითხთან დაკავშირებით საუბრები, არჩევნების, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და ვსაუბრობთ, ყველას შეუძლია ნებისმიერი ასპექტის გადამოწმება, რაც არჩევნებს და სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება. ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან რჩევების მოსმენა,”-აცხადებს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აშშ-ში 12 აპრილს გაემგზავრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button