ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.
„ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“,- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
ქართველი ხალხის დაკვეთა არის 12 პუნქტის შესრულება, რომელიც მივიღეთ ევროკავშირისგან. ერთ-ერთ პუნქტი არის დერადიკალიზაცია, რაც ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ. როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ან ხელისუფლება შეასრულებს ხალხის მოთხოვნას, ან ხალხი შეცვლის ხელისუფლებას. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული მოდელი და ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ.
“სავიკ შუსტერმა თქვა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” მოვა ხელისუფლებაში და მიხეილ სააკაშვილი იქნება გათავისუფლებული, საქართველო შეუერთდება იმ სანქციებს, რომელიც ახლა არის დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ და არ დაეხმარება რუსეთს გვერდი აუაროს ამ სანქციებს ეს იგულისხმა სავიკ შუსტერმა. დანარჩენი ყველაფერი არის რუსული ენის არცოდნის ინსინუაციები.
“ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ ეს მოხდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის მოწამლული, რაც არის დადასტურებული ამერიკულ ლაბორატორიაში, ამერიკელი ექსპერტების მიერ და მას სჭირდება სასწრაფოდ გადაყვანა საზღვარგარეთ, რათა მისი სიცოცხლე იყოს გადარჩენილი. მგონი, მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ამაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი, ირლანდიის მთავრობა, უკრაინის პრეზიდენტი, ევროკავშირი, ბოლოს და ბოლოს ევროასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ეს არის ოლიგარქის ვენდეტა.
ძალაუფლება საქართველოში ეკუთვნის ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის დაკვეთა არის 12 პუნქტის შესრულება, რომელიც მივიღეთ ევროკავშირისგან. ერთ-ერთ პუნქტი არის დერადიკალიზაცია, რაც ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ. როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ან ხელისუფლება შეასრულებს ხალხის მოთხოვნას, ან ხალხი შეცვლის ხელისუფლებას. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული მოდელი და ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი”,-განაცხადა შაშკინმა.
„რუსეთმა რბილი ძალა დაკარგა“: როგორ ახდენს უკრაინაში მიმდინარე ომი ძველი საბჭოთა მოკავშირეების დესტაბილიზებას , – ამ სათაურით ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
პუბლიკაციის ავტორის, ენდრიუ როთის განცხადებით, გასულ კვირას საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები მხოლოდ უახლესი ნიშანია იმისა, თუ როგორ დააზიანა პუტინის საზარელმა შეჭრამ ურთიერთობები ყოფილ აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებთან.
„როგორც ჩანს, კანონი, რომელსაც ქართველი დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ, ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და მომავალი არჩევნების მოგების საშუალებას მისცემდა“, – აღნიშნავს „გარდიანის“ ჟურნალისტი.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ერევნიდან კიშინიოვამდე და თბილისიდან ასტანამდე, უკრაინაში შეჭრამ ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის მიმართ შიში გააძლიერა და აიძულა სხვები, რომლებიც მოკავშირეებად ითვლებოდნენ, სულ მცირე გადაესინჯათ მოსკოვის, როგორც სტაბილური პარტნიორის როლი.
„და ამან დააჩქარა ტრენდი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებულ ახალგაზრდებში, რომ უფრო ხმამაღალი პოზიცია დაიკავონ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ რეგიონში“, – აღნიშნავს „გარდიანი“.
„რუსეთმა დაკარგა რბილი ძალა”, – ციტირებს ბრიტანული გამოცემა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს კორნელი კაკაჩიას.
„მან [რუსეთმა] აღარ იცის როგორ გამოიყენოს ეს [რბილი ძალა] საკუთარ მეზობლებთან. ისინი [რუსები] უბრალოდ იყენებენ ამ სასტიკ ძალას“, – განაცხადა კაკაჩიამ.