“ვაპირებთ გამგებლის წინააღმდეგ პროკურატურას მივმართოთ”
“ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ “აპირებენ გამგებელის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართონ”.
პარტიის გადაწყვეტილება, საკრებულოს წევრებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ გააცნო.
დევიძე ამბობს, რომ “სტიქიის პრევენციისთვის განკუთვნილი “კამაცუს” ტიპის ტრაქტორი ლაგოდეხში არამიზნობრივად, კერძო ფერმერის ნაკვეთებში მუშაობდა, რის გამოც სოფლებში მოსახლეობის დაცვა ვერ მოხდა”. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება რაზეც გამგებელის , კახა ჯამბურიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
დევიძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულომ ფერმერ დავით ლომიძის მოთხოვნა “კამაცუს” ტიპის ტრაქტორის სამი დღით მიქირავების შესახებ დააკმაყოფილა.
დეპუტატი დევიძე მიიჩნევს, რომ ამით ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ გამგებლის უკანონო ქმედება სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია.
დევიძის ინფორმაციით, გამგებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით „კამაცუმ“ დავით ლომიძის მიწებში 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ უკვე იმუშავა.
“მიმართეთ პროკურატურას და იდავეთ”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს გამგებელი. კახა ჯამბურიას თქმით, „დასამალი არაფერი აქვს, რადგან მის მიმათ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა“.
ვახტანგ დევიძე – კახა ჯამბურია_ხმა