საქართველოსიახლეები

“ვაქცინამ დაიგვიანა“- თენგიზ ცერცვაძე

დღეს განცხადება გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მან აღნიშნა ის ფაქტი, რომ სწორედ დაგვიანებულმა ვაქცინამ გამოიწვია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

„ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა. რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია”- თქვა ცერცვაძემ

მსგავსი პოსტები

Back to top button